Regulations

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის 2014

სამოქალაქო განათლების კლუბის

,,ახალგაზრდა მოქალაქეთა კლუბის”

წესდება


1.ზოგადი დებულებები
1.1 დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ახალგაზრდა მოქალაქეთა კლუბი” (შემდგომში კლუბი) დაფუძნებულია პჰ ინტერნატიონალ-ის მიერ „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ ფარგლებში.
1.2 კლუბი დაფუძნებულია განუსაზღვრელი ვადით და თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო, აგრეთვე შეიძლება ჰქონდეს დადგენილი წესით რეგისტრირებული სხვა რეკვიზიტები.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ი.გრიშაშვილის #51.

2. კლუბის მიზნები და ამოცანები:

2.1სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
2.2ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.
2.3. აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებით უნარების განვითარება;
2.2 მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;
2.4 ინტელექტუალური, კულტურული, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
2.5 კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება;
2.6 საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;
2.7 კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

3. კლუბში გაწევრიანება :
3.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
3.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს კოლეჯის IX – XII კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
3.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით და წევრობის მსურველის ანკეტის შევსებით).
3.4 კლუბის წევრებზე გაიცემა კლუბის წევრის მოწმობა.
3.5 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის პრეიდენტის მიერ, სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთან შეთანხმებით.
3.6 კლუბის წევრს უფლება აქვს აირჩიოს და არჩეულ იქნეს კლუბის ნებისმიერ ორგანოში ან თანამდებობაზე(ასეთის არსებობსი შემთხევევაში), მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი ორგანოების საქმიანობის თაობაზე.
3.7 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები, შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
3.8 კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან/და უხუცეს წევრთას საბჭოსთან შეთნხმების გარეშე.
3.9 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
3.10 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და სკოლის დამთავრების შემდეგ.
4.კლუბის სტრუქტურა,მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:

4.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს ოცი მოსწავლისაა;
4.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს პრეიდენტი, რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგენოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელობს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება,დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები კლუბის შემადგენლობაში არსებულ ორგანოებში (ასეთის არსებობსი შემთხვევაში), დანიშნოს კლუბის ებრთაგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანაილოს ფუნქიები,, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
4.1 ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად
4.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით : დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, დაამტკიოს კლუბის საანგარიშო პერიოდის ანგარიში, აირიოს ან ვადაე ადრე გადააყენოს პრეიდენტი.
4.3 კლუბის პრეიდენტი აირევა 3 თვის ვადით.
4.4 ერთი და იგივე კანდიდათი ედიედ პრეიდენტად შეილება არეულ იქნას 2 ვადით.

4.5 კლუბს შეილება ქონდეს კლუბის შიგნით ორგანოები, თემატური ჯგუფები, რომლები მუშაობენ თავიანთ სფეროში და ანგარიშს წარუდგენენ კლუბის პრეიდენტს. საერთო კრებას აღნიშნულ ანგარიშებს გაანობს პრეიდენტი.

5. კლუბის მუშაობა
5.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ორჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
5.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესრება ევრთა არანაკლებ 3/4 ;
5.3 კლუბის შეკრებები ფორმდება საოქმო ანაერით.

6. კლუბის ქონება:
6.1 კლუბის ქონება და სახსრები იქმნება:
6.2 იურიდიულ და ფიზიკურ პირთა შემოწირულობებით.
6.3 გრანტებით.
6.4 სხვა კანონიერი საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.
6.5 კლუბის ქონების გამოყენება დაიშვება მხოლოდ საწესდებო მიზნებისა და საქველმოქმედო საქმიანობის შესასრულებლად

7. კლუბის რეორგანიაია და საქმიანობის შეწყვეტა:
7.1 კლუბის რეორგანიზაცია (შეერთება, მიერთება, გამოყოფა გარდაქმნა) ხორციელდება ამ დებულებით და კანონით დადგენილი წესით.
7.2 კლუბის ლიკვიდაცია ხდება:
7.3 საერთო კრების გადაწყვეტილებით
7.4 მიზნების მიღწევის შემთხვევაში.

8. დასკვნითი დებულება:
8.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.
8.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების გადაწყვეტილებით.

თბილისი
2014 წლის 16 ოქტომბერი