საქველმოქმედო კლუბი ,,თანადგომა“

საქველმოქმედო კლუბი ,,თანადგომა“

დემირელოს სახელობის კერძო კოლეჯი უკვე წლებია დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, რაც კოლეჯის დირექციის ხელშეწყობით, პედაგოგებისა და მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით ხორციელდება. 

დღეს, კოლეჯში არსებული საქველმოქმედო კლუბ ,,თანადგომის” ორგანიზებით, პედაგოგები და მოსწავლეები ესტუმრნენ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს. უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ბავშვებს კოლეჯის მოსწავლეებმა წინასაახალწლოდ გადასცეს წიგნები, ტანსაცმელი, სათამაშოები, ასევე, ,,კერმესის” საქველმოქმედო აქციის შედეგად შეგროვებული თანხით შეძენილი სურსათი და ტკბილეული.
დემირელის კოლეჯი კვლავაც გეგმავს საქველმოქმედო აქციებს, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და სიყვარული.


დაწვრილებით


ღონისძიებები

სტუმრობა „მზის შვილებთან“


დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დემირელის კოლეჯის საქველმქომედო კლუბის წევრები ესტუმრნენ სპეციალიზირებულ სკოლა „მზის შვილებს“. კლუბის ხელმძღვანელებმა ლიკა ბეროშვილმა და რაბია ჩაქირმა ბავშვებთან ერთად ებრუს ტექნიკით შეასრულეს რამდენიმე ნამუშევარი. „მზის შვილების“ დირექციამ ეს შეხვედრა კვირეულის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებათა შორის საუკეთესოდ დაასახელა.

დაწვრილებით


ქველმოქმედება დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში 2014-2015 სასწ.წელი

მ.წ-ის 11 დეკემბერს დემირელის კოლეჯში გაიმართა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა ,,ქერმესი”, რომელიც ითვალისწინებს თურქულ-ქართული ნაციონალური საკვების გაყიდვას. აქციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს კოლეჯის მოსწავლეებმა და მშობლებმა. გაიყიდა ასევე ხელნაკეთი ნივთები. შემოსული თანხა შეადგენს 752ლ 65თ. ამ თანხით კოლეჯი დაეხმარება სოციალურად დაუცველ ოჯახებსა და უპატრონო ბავშვთა სახლის ახსაზრდელებს.

დაწვრილებით


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში კვლავ განახლდა საქველმოწმედო პროგრამა, რომლის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა ღონისძიება. მათ შორისაა გაკვეთილები-წყალზე ხატვა 'ებრუ'. კოლეჯის მოსწავლეები აქტიურად იღებენ მონაწილეობას და ეუფლებიან 'ებრუს' მხატვრობას. უახლოეს მომავალში იგეგმება გამოფენა. 


ხელოვნების კლუბი ,, ებრუ”

ეს ხელოვნება ძალიან საინტერესო, შრომატევადი და ლამაზი მხატვრობაა. ბავშვები მუშაობენ შაბათობით. კლუბში უკვე 20 ბავშვი სწავლობს. მოსწავლეები დიდი ინტერესით ეცნობიან მხატვრობის ამ უძველეს ტექნიკას.

კლუბის ხელმძღვანელი: ლიკა ბეროშვილი
კონსულტანტები: რაბია ჩაქირი, სუმეირა შაჰინი.