eMath ოლიმპიადა

eMath ოლიმპიადა

eMath ოლიმპიადა

ოლიმპიადის პირველი ეტაპი დასრულდა! მეორე, ფინალური ტური გაიმართება 2016 წლის, 9 აპრილს, რეგისტრაცია დაიწყება დილის 10 საათზე. ოლიმპიადაზე მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წარადგინოთ ეს დოკუმენტები:

ოლიმპიადის საფასურის (10 ლარი) გადახდის ბანკის ქვითარი (რეკვიზიტები: - შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, ანგარიშის ნომერი: GE49PC0563600100001127, პროკრედიტ ბანკი. ბანკის კოდი - MIBGGE22)

დაბადების მოწმობის ასლი 

შესაბამისი კლასის დამადასტურებელი ცნობა სკოლიდან 

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი ყოველ წელს ატარებს მათემატიკის ოლიმპიადას დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის. 2016 წლიდან ოლიმპიადის ფორმატი და სახელი (eMath ოლიმპიადა) შეიცვალა და დაემატა ტესტების ონლაინ დაწერის შესაძლებლობა. კერძოდ კი, ოლიმპიადის პირველი ეტაპი ჩატარდება სრულად ონლაინ რეჟიმში, ხოლო მეორე ეტაპი კი ჩატარდება წერილობით ფორმატში, ჩაღლარის სკოლების შენობებში.

ოლიმპიადის დებულება

“eMath ოლიმპიადის“ პირველ ტურში მონაწილეობა უფასოა, ხოლო მეორე, ფინალურ ტურში მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 ლარს.

I ტური - ონლაინ ოლიმპიადა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სკოლის IV, V და VI კლასის მოსწავლეს. თითოეული კლასის მოსწავლეებს ექნება სხვადასხვა სირთულის ტესტები.

მოსწავლეებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ვებ გვერდზე www.eruditor.ge, სადაც ჩატარდება ოლიმპიადის პირველი ონლაინ ტური.

ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება ონლაინ ფორმატში, ვებ-გვერდზე www.eruditor.ge, ტესტების საშუალებით.

მოსწავლეს შეუძლია გაეცნოს ოლიმპიადის წესებსა და რეგულაციას საიტზე www.eruditor.ge, რეგისტრაციის ღილაკზე დაჭერის შემდეგ. რეგისტრაციის გავლით პიროვნება ეთანხმება ამ წესებსა და რეგულაციებს.

პირველი ტური გაიმართება 22 თებერვლიდან - 31 მარტის ჩათვლით. ამ პერიოდის განმავლობაში, მოსწავლეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაიარონ ტესტირება.

პირველ, ონლაინ ტურში ამოსასხნელი იქნება 20 ამოცანა, ოთხი სავარაუდო პასუხით. ტესტის მაქსიმალურ ქულათა რაოდენობაა 40. ტესტი შედგება 3 დონის, მარტივი, საშუალო და რთული, ამოცანებისაგან. ტესტი შედგენილი იქნება სამი სახის კითხვისგან: არითმეტიკა, გეომეტრია და ლოგიკა.

პირველი ტურის ტესტისათვის განკუთვნილია 20 წუთი (საშუალოდ 1 წუთში, 1 ამოცანა).

პირველ, ონლაინ ტურში მონაწილეს აქვს 5-ჯერ ცდის შესაძლებლობა. ანუ მოსწავლეს შეუძლია შედეგის გაუმჯობესება 4 ჯერ, გამსვლელ ქულად კი ჩაითვლება იმ ტესტის შედეგი, რომელშიც მოსწავლემ დააგროვა ყველაზე მეტი ქულა.პირველი ტურის ტესტური ამოცანები შეფასდება სირთულის მიხედვით სხვადასხვა ქულით

მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეების ვინაობა გამოქვეყნდება ვებ გვერდზე www.eruditor.ge პირველი ტურის დასრულების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, 31 მარტიდან 7 აპრილამდე.

II ტური

ოლიმპიადის მეორე ტური ჩატარდება წერილობითი ფორმით, სადაც მოცემული იქნება 30 ამოცანა. ქულათა მაქსიმალური რაოდენობაა 100. დავალებები იქნება ტესტური ტიპის. თითო შეკითხვას ექნება 4 სავარაუდო პასუხი. ტესტი შედგება 3 დონის, მარტივი, საშუალო და რთული, ამოცანებისაგან. შეკითხვები იყოფა სამ სახედ: არითმეტიკა, გეომეტრია და ლოგიკა.

მეორე ტური ჩატარდება 2016 წლის, 9 აპრილს, 11:00-13:00 სთ ამ ქალაქებში:

თბილისი

ქუთაისი

ბათუმი

რუსთავი

მარნეული

საოლიმპიადო ტესტებს და შესაბამის შეფასების სქემებს შეიმუშავებს www.eruditor.ge (შპს "საგანმანათლებლო ინოვაციები"). ტესტის მასალის 70%-ზე მეტი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი - შესაბამისი ასაკობრივი დონის კლასგარეშე მასალას.

პირველი და მეორე ტურის ტესტების კონფიდენციალურობა დაცულია ოლიმპიადის დაწყებამდე;

თითოეულ კლასში, საპრიზო ადილებზე მოხვედრილ მოსწავლეებს შორის ქულათა თანაბარი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი ტური.

მეორე ტურის ტესტური ამოცანები შეფასდება სირთულის მიხედვით სხვადასხვა ქულით

ტესტირების ხანგრძლივობაა120 წუთი;

ოლიმპიადის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 1 თვეში.

წერილობითი ოლიმპიადის ყველა მონაწილე მოსწავლემ უნდა წარმოადგინოს მეორე ტურის საფასურის გადახდის ბანკის ქვითარი, დაბადების მოწმობის ასლი და შესაბამისი კლასის დამადასტურებელი ცნობა სკოლიდან.ბანკის რეკვიზიტები - ანგარიშის ნომერი:GE49PC0563600100001127, პროკრედიტ ბანკი. ბანკის კოდი - MIBGGE22