2017-2018 სასწავლო წლისთვის მიღება დაწყებულია

2017-2018 სასწავლო წლისთვის მიღება დაწყებულია

2016-2017 სასწავლო წლის მისაღები გამოცდა ჩატარდება 16 აპრილს. მოსწავლეებმა უნდა ჩააბარონ სამი საგანი: ინგლისური ენა, ქართული ენა და მათემატიკა. გამოცდის დასაწერად აუცილებელია რეგისტრაცია. რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ დარეკოთ ნომერზე 0322 754 494 ან 0322 752 458


სწავლის გადასახადი:

2016-17 სასწავლო წლისათვის შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში სწავლის გადასახადი განისაზღვრა საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

დაწყებითი საფეხური (1-6 კლასი): გადასახადი განისაზღვროს 3800 ლარით;

კოლეჯი (7-12 კლასი): გადასახადი განისაზღვროს 4500 ლარით; 

ჩვენს არსებულ მოსწავლეებს კი საფასური ექნებათ შემდეგნაირად:

მოსწავლეს, რომელიც იხდიდა 1900 $ (შესაბამისი კურსით ლარი) საფასური განესაზღვრება 4500 ლარით;
მოსწავლეს, რომელიც იხდიდა 2500 $ (შესაბამისი კურსით ლარი) საფასური განესაზღვრება 6000 ლარით;
მოსწავლეს, რომელიც იხდიდა 2700 $ (შესაბამისი კურსით ლარი) საფასური განესაზღვრება 6600 ლარით;

შეღავათები:

1) ოჯახიდან ორი ბავშვისთვის (დედმამიშვილები) გათვალისწინებულია შეღავათი -10%;

2) შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მიერ დაფუძნებული სასწავლო დაწესებულებებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის შვილებისათვის გათვალისწინებულია შეღავათი – 50%;

3) შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მიერდაფუძნებული სასწავლო დაწესებულებებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შვილებისათვის გათვალისწინებულია -10% -იანი შეღავათი;

4) შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსამზადებელი ჯგუფიდან დაწყებითი საფეხურის I კლასში ჩარიცხული მოსწავლეებისთვის - 10% -იანი შეღავათი;

5) მარტისა და აპრილის ბოლომდე სწავლის საფასურის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში, გათვალისწინებულია 15 %-იანი შეღავათი;

6) მაისისა და ივნისის ბოლომდე სწავლის საფასურის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში, გათვალისწინებულია 10 %-იანი შეღავათი;

შენიშვნები:

სწავლის გადასახადი დაწყებითი საფეხურისა და კოლეჯისათვის განისაზღვროს ორი სახით: დაწყებითი საფეხურის მოსწავლის სწავლის გადასახადი, რომელიც რეგისტრირდება პირველად, მე-6 კლასის ბოლომდე ან სხვა სასწავლებელში გადასვლამდე რჩება იგივე. კოლეჯის მოსწავლის სწავლის გადასახადი, რომელიც რეგისტრირდება პირველად, მე-12 კლასის ბოლომდე ან სხვა სასწავლებელში გადასვლამდე რჩება იგივე.

1-6 კლასამდე ახალ და ძველ ჩარიცხულ მოსწავლეებს მხოლოდ ერთი შეღავათის სარგებლობის უფლება აქვთ. 

სხვა გადასახადები:

2016-17 სასწავლო წლის სახელმძღვანელოები და სკოლის უნიფორმა ფასიანია. მათემატიკის, ფიზიკის. ქიმიის, ბიოლოგიისა და თურქული ენის სახელმძღვანელოებისა და უნიფორმის (ფასები წიგნების რაოდენობისა და ხარჯის მიხედვით იცვლება) ფასი ცნობილი გახდება და შეგროვდება 2016 წლის სექტემბრის თვეში.

სკოლის ტრანსპორტზე ზრუნავს ცალკე კომპანია, მისი გადასახადი კი გამოცხადდება ზაფხულში. 

დემირელის კოლეჯში საგნები ისწავლება ორ ენაზე: ქართული და ინგლისური. ჰუმანიტარული საგნები, როგორებიც არის ისტორია, გეოგრაფია, ქართული ენა და ლიტერატურა, სამართალი, მუსიკა და ხელოვნება ისწავლება ქართულ ენაზე, ხოლო ტექნიკური საგნები, ალგებრა, გეომეტრია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ინფორმატიკა კი ინგლისურ ენაზე.

ჩვენი სკოლის მიზანია მოსწავლეებს შეუქმნას კომფორტული და მშვიდი გარემო.