დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი

ზოგადი ინფორმაცია

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლეჯი საქართველოში, რომელიც მოსწავლეებს სთავაზობს: 

მე-7 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და ინფორმატიკის სწავლებას ინგლისურ ენაზე, ხოლო დანარჩენი საგნების - ქართულად.
დამატებით 2 უცხო ენის, თურქულისა და რუსულის სწავლებას.
საქართველოს ერთ-ერთ პრესტიჟულ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას 50%-იანი ფასდაკლებით ;
სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებების (პროექტორის, ჭკვიანი დაფისა და ინტერნეტის) გამოყენებით საუკეთესო განათლების მიღებას;
პროფესიონალი პედაგოგების დახმარებით უფასო საოლიმპიადო წრეებს (მათემატიკაში, ინფორმატიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში და ა.შ.)  და საერთაშორისო შეჯიბრებზე მონაწილეობას;
ინგლისურისა და თურქული ენების გაუმჯობესებისა და ამავე დროს, კულტურების გაცნობის მიზნით, ზაფხულის არდადეგებზე, ინგლისსა და აშშ-ში სასწავლებლად გამგზავრებას
თურქი და ქართველი გამოცდილი დამრიგებლების დახმარებით სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მოსწავლეთა ჩართვას (პიკნიკები, ექსკურსიები, ინტელექტუალური კლუბები, ქველმოქმედება და სხვ.)
ელექტრონული ჟურნალს, სადაც მშობლებს შეუძლიათ ნახონ მოსწავლის ყოველდღიური ნიშნები და კომენტარები თითოეული საგნის მიხედვით (მოსწავლე, მშობელი, ან ოჯახის სხვა წევრი ჟურნალში შესასვლელად ინდივიდუალურად რეგისტრირდება);
უსაფრთხოებას გარემოს კამერების, ექიმისა და დაცვის მეშვეობით;
კალათბურთის, ფეხბურთისა და ცეკვის (ქართული და თურქული ეროვნული ცეკვების) უფასო წრეებს და სხვადასხვა კლუბებს;
უფასო სადილს;