SAT-ის კურსები

SAT-ი არის საერთაშორისოდ აღიარებული ტესტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს თქვენს ცოდნას და, აგრეთვე იმას, თუ რამდენად ეფექტურად შეგიძლიათ ამ ცოდნის გამოყენება პრაქტიკულ ცხოვრებაში. მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტებში მოხვედრის წინაპირობა სწორედ ამ საერთაშორისო ტესტების ჩაბარებაა. ეს ტესტი აჩვენებს არა მარტო მოსწავლის ცოდნას, არამედ იმას თუ როგორ შეუძლია მას ამ ცოდნის გამოყენება. 

მე10 და მე11 კლასელთათვის, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში გაიხსნა SAT-ის სასწავლო კურსები, სადაც სწავლების პერიოდში ყურადღება ექცევა SAT-ის სამივე ნაწილს (Writing, Critical Reading and Math). კურსის მსვლელობის პერიოდში სტუდენტები თანამიმდევრულად იყენებენ ტესტებსაც და სავარჯიშოებსაც. მე10 კლასში ტარდება კრიტიკული აზროვნების და კითხვის 2 საათი და მათემატიკის დამატებით 2 საათი. მე11 კლასში კი ტარდება კრიტიკული აზროვნების და კითხვის 3, ხოლო მათემატიკის 2 საათი.

ჩვენ მიერ შემუშავებული სწავლების პროგრამა იძლევა იმის საშუალებას, რომ მიაღწიოთ მაქსიმალურ პროგრესს დროის მინიმალურ მონაკვეთში.