დაწყებითი საფეხური

I დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანები:

დაწყებითი საფეხურის ძირითადი ამოცანებია:

ა)შეუქმნას მოსწავლეს პირობებისაკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად და სწავლისათვის 

საჭირო უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად;

ბ)ჩამოუყალიბოს მოსწავლეს სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება და სამყაროს შემეცნების მიმართ ინტერესი;

გ) შეუქმნას მოსწავლეს პირობები და ჩამოუყალიბოს საფუძვლები შემდგომ, საბაზო საფეხურზე სწავლის წარმატებით გასაგრძელებლად;იმ ცოდნის დასაუფლებლად, უნარ-ჩვევების გასავითარებლად და დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად,რომლებიც მას მომავალში დასჭირდება.

  • 1.პირველ კლასში;

  • ა) საგაკვეთილო პროცესში გამოყენებულ იქნას განმავითარებელი,დიდაქტიკური თამაშები;

  • ბ) გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ დრო უნდა დაეთმოს ფიზიკურ აქტივობებს(3-5წუთი)

  • გ) რეკომედნირებულია გაკვეთილი მიმდინარეობდეს აქტიური და პასიური აქტივობების მონაცვლეობით(მაგ. საკითხავ დავალებას მოჰყვეს ხატვა ან როლური თამაშები)

  • დ) შესაძლებლობების ფარგლებში,რეკომენდირებულია,სასწავლო გარემო დაიყოს რამდენიმე ნაწილად,რომელთაგან მინიმუმ ერთი დასვენებასა და თავისუფალ აქტივობას დაეთმობა.

დაწყებით საფეხურზე აგრეთვე შეისწავლება დამატებითი სავალდებულო საგნები


  • ინგლისური ენა

    ესგ-ით გათვალისწინებულ საათებს ემატება I კლასში-3სთ, II კლასში 4სთ, III-VI კლასებში -3სთ.

    რუსული ენა
    სკოლაში, როგორც სავალდებულო დამატებითი საგანი რუსული ენა ისწავლება V კლასიდან.

  • ჭადრაკი
    ჭადრაკი ხელს უწყობს ბავშვის ინტელექტუალურ ზრდას, ავითარებს დამოუკიდებლად მოქმედების უნარს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აჩვევს მოვლენების გაანალიზებასა და სწორი გზის პოვნას. ჩვენი სკოლა მოზარდებს სთავაზობს
  •  ჭადრაკის სასწავლო პროგრამას I კლასიდან.

დამატებითი გაკვეთილები

    სკოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიას წარმოადგენს სწავლების პროცესში პიროვნების              ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინება,შესაძლებლობებისა და ინტერესების მაქსიმალურად გამოვლენადა განვითარება,რაც            მიიღწევა დამატებითი გაკვეთილების ორგანიზებით. 

კითხვის საათი

სკოლა ცდილობს მოსწავლეს შეაყვაროს წიგნის კითხვა,მოსწავლეს გამოუმუშავოს საკუთარი აზრის ლოგიკური თანამიმდევრობით გამოთქმისა და სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების ტექსტების კითხვის უნარი. ამ მიზნით სკოლაში ტარდება კითხვის გაკვეთილები, რომლის მთავარი პრიორიტეტია კითხვის კულტურის განვითარება.

სკოლას შემუშავებული აქვს სავალდებულო საკითხავი ლიტერატურის ნუსხა ასაკის გათვალისწინებით, რომლის მონიტორინგს ახორციელებს კლასის დამრიგებელი.

მოსწავლეები ჩართულნი არიან საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში.

ტარდება ღია გაკვეთილები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, აგრეთვე კლასის დამრიგებლის საათები, სადაც დამრიგებლები საუბრობენ სხვადასხვა სააღმზრდელო თემებზე. ბავშვები ხშირად იღებენ მონაწილეობას ინტელექტუალურ თამაშებში, საჭადრაკო ტურნირებში და სასკოლო ზეიმებში.

ესწრებიან სხვადასხვა სპექტაკლებს და გამოფენებს. საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ისტორიისა და კულტურის უკეთ გაცნობის მიზნით ხშირად ეწყობა ექსკურსიები, როგორც ჩვენს ქვეყანაში,ასევე მის ფარგლებს გარეთ.

დაწყებითი საფეხური მიზნად ისახავს მრავალმხრივ განვითარებული პიროვნების ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სულიერ და პატრიოტულ აღზრდას.