კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები

ზოგადი ინფორმაცია

  დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი აღიარებულია,როგორც კემბრიჯის ინგლისურის საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელი. ჩვენ ვამაყობთ იმით,რომ ჩავატარეთ სხვადასხვა სახის გამოცდა ,როგორც ჩვენი მოსწავლეებისათვის,ასევე სხვებისთვის. გარდა ამისა,ჩვენი ცენტრი გთავაზობთ იაფ და ხელმისაწვდომ ფასებს საგამოცდო კანდიდატებისთვის.

კემბრიჯის ინგლისური ცნობილია კარგი და ხანგრძლივი რეპუტაციით სასერტიფიკატო გამოცდებში. ყოველწლიურად 130 ქვეყანაში 5 მილიონზე მეტი გამოცდა ტარდება. მთელს მსოფლიოში, 20 000 -მდე უნივერსიტეტი,დამსაქმებელი,სამინისტროები და სხვა ორგანიზაციები ეყრდნობიან კემბრიჯის ინგლისურის კვალიფიკაციას. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ გვერდს: www.cambridgeenglish.org/recognition

კემბრიჯის გამოცდები არის საუკეთესო გზა იმისთვის,რომ შევაფასოთ ინგლისურ ენის ცოდნის დონე. ეს გამოცდები ეხმარება ადამიანს ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში,გააუმჯობესოს მათი სამუშაო პერსპექტივები და ა.შ. სერთიფიკატის უპირატესობა არის ის,რომ მისი მოქმედების ვადა მუდმივია .ყველა კემბრიჯის გამოცდა ითვალისწინებს საერთო ევროპულ სარეკომენდაციო პრინციპებს და ღირებულებებს (CEFR).კემბრიჯის გამოცდები მერყეობს A1-C2 დონემდე. სხვა დანარჩენი გამოცდები არ ითვალისწინებენ საუბრის,წერის,მოსმენისა და კითხვის ცოდნის გაღრნავებას,როდესაც კემბრიჯის ინგლისურის გამოცდები საშუალებას მოგცემთ შეამოწმოთ და გააღრმავოთ ყველა ზემოთხსენებული უნარ-ჩვევები.