განსხვავებები

განსხვავებები

მეორე სახლი

დემირელის კოლეჯში მომუშავე თითოეული ადამიანი _ მოსწავლე, მასწავლებელი, მომსახურე პერსონალი თუ ადმინისტრაცია _ წარმოადგენს ისეთ საზოგადოებას, რომლის ყველა წევრი, მიუხედავად რელიგიურ-ეთნიკური განსხვავებისა, ერთმანეთის მიმართ განმსჭვალულია უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით. ეს ყოველივე კი განაპირობებს იმას, რომ დემირელის კოლეჯი ყველასთვის მეორე სახლია.

მათემატიკა და ინფორმატიკა

დემირელის კოლეჯში ძირითადი აქცენტი მათემატიკისა და ინფორმატიკის გაღრმავებულ სწავლებაზე კეთდება. სხვა სკოლებთან შედარებით, ამ საგნებს ჩვენთან გაცილებით მეტი საგაკვეთილო საათი ეთმობა.
ევროპული სტანდარტები

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი თავის სასწავლო პროგრამას ამდიდრებს ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტებისა და სწავლების მოდელის გამოყენებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსწავლეთა მომზადებას იმისათვის, რომ მათ თავისუფლად შეძლონ უცხო ქვეყანაში სწავლის გაგრძელება და თვითდამკვიდრება.

უახლესი ტექნოლოგიები

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში კლასები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით: სმარტბორდებით, ონლაინ ბიბლიოთეკით, პროექტორებით, კომპიუტერებითა და ხელმისაწვდომი ინტერნეტით.

უცხო ენები

ინგლისურის გარდა ჩვენს სკოლაში ისწავლება თურქული და რუსული ენები. ასევე, ჩვენ ვამზადებთ მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს კემბრიჯის ინგლისური ენის სხვადასხვა დონის გამოცდისათვის (SAT, IELTS, YLE, PET, KET & FCE).

კემბრიჯის გამოცდების ავტორიზებული ცენტრი

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი ერთერთია იმ ხუთი დაწესებულებიდან, რომელშიც შესაძლებელია კემბრიჯის გამოცდების ჩაბარება (Starters, Movers, Flyers, IELTS, FCE, PET და სხვ.). ეს პრივილეგია ვრცელდება მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეებზე. ასე რომ, მაღალი კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც სკოლის შემდეგ უცხო ქვეყანაში სურთ სწავლის გაგრძელება (სადაც უნივერსიტეტები აუცილებლად ითხოვენ კემბრიჯის გამოცდის სერთიფიკატს), შესაძლებლობა აქვთ სკოლაშივე დაწერონ შესაბამისი გამოცდები, აიღონ სერტიფიკატი და მზად იყვნენ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში სწავლის გასაგრძელებლად.

ელექტრონული ჟურნალი

ელექტრონული ჟურნალი არის საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის საინფორმაციო სისტემური პროგრამა, რომლის საშუალებით მშობელს აქვს შესაძლებლობა თვალყური ადევნოს თავისი შვილების ყოველდღიურ განვითარებას. ინტერნეტის საშუალებით მშობლებს შეუძლიათ აკონტროლონ მოსწავლეების აკადემიური მოსწრება, გაცდენები, საშინაო დავალებები, შეფასებები და ა.შ.

მცირე ზომის კლასები

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში კლასები დაკომპლექტებულია მცირე რაოდენობის მოსწავლეებით, რაც ხელს უწყობს პედაგოგს დაამყაროს მჭიდრო კავშირი თოთოეულ მოსწავლესთან და აამაღლოს სწავლების ხარისხი.

სასკოლო ფორმა

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყველა მოსწავლე ვალდებულია სკოლაში იაროს ფორმით, რაც მოსწავლეებს აჩვევს წესრიგს და დისციპლინას.