Alumni Events

ღონისძიებები

წარსულისა და აწმყოს შეხვედრა

2014 წელს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯმა თავისი კურსდამთავრებულების მხარდაჭერით განახორციელა რამდენიმე პროექტი. ეს პროექტები მიმართული იყო ამჟამინდელი მოსწავლეების თანადგომისა და წახალისებისკენ. კურსდამთავრებულების დახმარების მეშვეობით, სკოლამ შეძლო წარმატებული მოსწავლეებისა და მასწავლებლების დაჯილდოვება და საერთაშორისო ოლიმპიადაზე ჩვენი გუნდის გაგზავნა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს კურსდამთავრებულებს ლევან გოგიას (2000 წ.), ზვიად მეტრეველსა (2006 წ.) და აკაკი მელაძეს (2007 წ.).

2015 წელსაც იგეგმება მსგავსი და უკეთესი რამდენიმე პროექტი, რომლის მიზანი კვლავ იქნება მოსწავლეების წახალისება და დახმარება, რაშიც ჩვენ ისევ კურსდამთავრებულების დახმარების მოლოდნში ვართ.

ქველმოქმედების პროცესი

პირველ რიგში მოხდება პროექტების დაგეგმვა და დამტკიცება ადმინისტრაციის მიერ და გადასახადების გათვალისწინებით, განისაზღვრება ხარჯების რაოდენობა. ამ პროექტებისათვის კოლეჯს ბანკის ანგარიში გახსნილი აქვს ცალკე, საიდანაც თანხა დაიხარჯება მხოლოდ პროექტთან დაკავშირებულ საქმიანობებზე. ჩვენს მხარდამჭერებს მარტივად და გამჭვირვალედ შეეძლებათ ნახონ შემოსავლებისა და ხარჯების დეტალები. დრო და დრო ხარჯები ასევე ნაჩვენები იქნება ჩვენს ვებ-გვერდსა (www.pdc.ge) და ფეისბუქ გვერდზე.

თანხების განკარგვა

შეგროვებული თანხების გამოყენებით, სკოლა შეეცდება გააუმჯობესოს თავისი შემეცნებითი და მატერიალური შესაძლებლობები. ეს პროექტი დიდად დაეხმარება და წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს; ის ასევე დამატებით მოტივაციას შესძენს მათ და მასწავლებლებს მიიღონ მონაწილეობა და მიაღწიონ წარმატებას დიდ საერთაშორისო შეჯიბრებსა და ოლიმპიადებზე და ასახელონ ჩვენი სკოლა და ქვეყანა. ამას გარდა, ეს თანხები დაეხმარება კოლეჯს თავისი მატერიალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.