ცეკვის წრე

ცეკვის წრე

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში ფუნქციონირებს ცეკვის წრე, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველ მოსწავლეს. წრეს ხელმძღვანელობს მირიან სეხნიაშვილი, რომელიც ბავშვებს ავარჯიშებს სხვადასხვა ღონისძიებების, შეჯიბრების და ფესტივალებისათვის. ბავშვები ძირითადად სწავლობენ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ ცეკვებს, იშვიათ შემთხვევებში კი თურქულ ან სხვა წარმომავლობის ცეკვებს. აღსანიშნავია, რომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ცეკვის წრე უკვე რამდენიმე წელია მონაწილეობას იღებს ენისა და კულტურის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე. 

ღონისძიებები:


ცეკვის კლუბი ბრაზილიაში


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ცეკვის წრის წევრი მოსწავლეები სალომე ქალდანი (10), ანა იდნოევა (10), ირინა ქუთათელი (10), ელენე შავგულიძე (10), საბინა ალახვერდოვა (8), სალომე რურუა (9), ალექსანდრე ყარაულაშვილი (7), რამილ ალიევი (9), გიორგი გურჩიანი (9), პაპუნა პეტრიაშვილი (10) და აბდულა ყურბანოვი (10) წარადგენენ საქართველოს ენისა და კულტურის წლევანდელ საერთაშორისო ფესტივალზე. ისინი შეასრულებენ სამ ქართულ ცეკვას 27 და 28 თებერვალს, ბრაზილიის ქალაქ სან პაულოში. ცეკვების კოორდინატორი კი არის ჩვენი სკოლის ცეკვის მასწავლებელი მირიან სეხნიაშვილი. 

დაწვრილებით

ცეკვის ვარჯიში (08.02.2016)


ჩვენი სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ ენისა და კულტურის 2016 წლის საერთაშორისო ფესტივალისთვის მზადებას, რომელიც ტარდება გერმანიასა და ბელგიაში (www.intflc.org).

დაწვრილებით

ცეკვის ვარჯიში (27.01.2016)


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები ექსკლუზიურად მიიწვიეს ენისა და კულტურის 2016 წლის საერთაშორისო ფესტივალზე, ქართული ცეკვების შესასრულებლად. ამ ფესტივალის შემდეგი ღონისძიება გაიმართება ბრაზილიაში, 19 დეკემბრიდან 3 მარტის ჩათვლით, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჩვენი სკოლის 12 მოსწავლე.

დაწვრილებით

რეპეტიცია IFLC 2016 სთვის (თურქული ცეკვა)

დემირელი სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეებმა ივარჯიშეს თურქულ ცეკვაში, რომელსაც ისინი შეასრულებენ წლევანდელ ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალის ფინალურ ეტაპზე, გერმანიასა და ბელგიაში. 

დაწვრილებით

შეხვედრა სკოლა-ლიცეუმ სხივში

kjlj

15 ივნისს სკოლა-ლიცეუმ სხივში გაიმართა ვახშამი, სადაც მიწვეულ იყვნენ XIII ენისა და კულტურის ფესტივალზე მონაწილე მოასწავლეები და მათი მშობლები. 

დაწვრილებით


PDC Dance Club at IFLC

dddsdaaa

დემირელის კოლეჯის ცეკვის ანსამბლი იმყოფება საერთაშორისო ფესტივალზე „Colors of the World” გერმანიაში, სადაც მათ უკვე მიიღეს მონაწილეობა რამოდენიმე კონკურსში და დაიკავეს მე 4 ადგილი.

დაწვრილებით


IFLC დორტმუნდში გერმანია

sdsd

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ცეკვის ანსამბლმა წარმატებით მიიღო მონაწილეობა ენისა და კულტურის საერთაშორისო ფესტივალზე, ქალაქ დორტმუნდში,გერმანია,სადაც 150 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. 


დაწვრილებით


XIII IFLC რუმინეთში

258

ჩვენი მოსწავლე თინანო მეგრელიძე წარმატებით გამოვიდა სიმღერით საქართველოსა და დემირელის კოლეჯის სახელით XIII საერთაშორისო ენისა და კულტურის ფესტივალზე რუმინეთში.

დაწვრილებით



დემირელის კერძო კოლეჯი
აგრძელებს ვარჯიშს ორ პროფესიონალ თურქ ფოლკლორის ცეკვის მასწავლებლებთან ერთად 27 ოქტომბრიდან 6 ნოემბერის ჩათვლით. დიდი იმედი გვაქვს, რომ მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო დონის კულტურის ფესტივალში, რომელიც გაიმართება ევროპაში 2015 წლის ივნისში. დემირელის კოლეჯის 23 მოსწავლე ინტენსიურად ემზადება მომავალი პროგრამებისთვის და ოლიმპიადებისთვის.

დაწვრილებით