სამოქალაქო განათლების კლუბი ,,პროგრესული თაობა“

სამოქალაქო განათლების კლუბი ,,პროგრესული თაობა“

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის სამოქალაქო განათლების კლუბი ,,პროგრესული თაობა“ ჩამოყალიბდა 2015 წლის ოქტომბერში. კლუბმა შეიმუშავა წესდება და ლოგო, მკაფიოდ განსაზღვრა სტრუქტურა, საქმიანობის წესები, მიზნები და პრიოროტეტები. ასევე აღსანიშნავია რომ კლუბში წევრობა ნებაყოფლობითია და აერთიანებს 9-12 კლასის მოსწავლეებს, რომლებიც კოლეგიურად იღებენ გადაწყვეტილებებს.

კლუბის თითოეული წევრი მიზნად ისახავს აქტიური ჩართულობით საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტად თავისუფალი და დამოუკიდებელი გახდეს, ჩამოყალიბდეს ღირსეულ მოქალაქედ და მიიღოს მონაწილეობა დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში.

კლუბის მიზნები და ამოცანები:

სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა;

ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება;.

აქტიური მოსწავლეების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარება;

მოსწავლეთა ინიციატივების პროექტების სახით განხორცილება;

ინტელექტუალური, კულტურული, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;

კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, კონკურსების ორგანიზება;

საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელება;

კლუბი უფლებამოსილია განახორციელოს ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება კლუბის მიზნებს, ინტერესებს, ორიენტირებულია შედგეზე და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.


კლუბში სასკოლო მონაწილეობა ხელს უწყობს:

მოზარდებში სოციალური და ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.

კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას;

გუნდური მუშაობის უნარების ჩამოყალიბება;

უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა;

სწავლობენ მოვლენათა შეფასებას

მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას,

მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას,

ამზადებს მათ პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მოგვარებისათვის;

კლუბის შიგნით არის შიდა დეპარტამენტები:

საგანმანათლებლო

საზოგადოებრივი

შემოქმედებითი

სპორტული


სამოქალაქო განათლების კლუბ ,,პროგრესული თობის“ მარტის თვის სამუშაო გეგმა


აქტივობები

ჩანახატების ფესტივალი

16-18 მაისს ქალაქური ჩანახატების ფესტივალი გაიმართა ბოლნისში. გერმანელი მხატვრების ჯგუფმა შტუტგარდიდან, ქართველ მხატვრებთან ერთად ურბანული ჩანახატების სესიები გამართეს ბოლნისში. . დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის სამოქალაქო განათლების კლუბ ,, პროგრესული თაობის" წევრები და ბოლნისის კერძო სკოლა ,,დავითიანის " მოსწავლე ევამარია თამაზაშვილი ეწვივნენ არტ რეზიდენციას, ორბის შენობას და გამოფენას, სადაც თავად მიიღეს მონაწილეობა ქალაქური ჩანახატების შექმნაში. მოსწავლეებს მასპინძლობას უწევდა პროექტის ერთ–ერთი ორგანიზატორი თორნიკე ადამაშვილი.

დაწვრილებით

სტუმრად გალერეა „პალიტრაში“


დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის სამოქალაქო განათლების კლუბ ,, პროგრესული თაობის“ წევრები 23 აპრილს, ეწვივნენ გალერეა პალიტრას, არტ სტუდია კონ–ტიკის, და საქართველოს ეროვნულ გალერეას, სადაც მოსწავლეებმა დაათვალიერეს როგორც ცნობილი თანამედროვე მხატვრების ნიკო ხერკელაძის და თემურ კულიანის ნამუშევრები ასევე ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის და ლადო გუდიაშვილის ნახატები.

დაწვრილებით

ვიზიტი გარემოს დაცვით ინფორმაციის და განათლების ცენტრში

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის სამოქალაქო განათლების კლუბ ,, პროგრესული თაობის“ წევრები, 8 აპრილს, სტუმრად იყვნენ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში. შეხვედრა ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების შესახებ გაიმართა. პრეზენტაციას უძღვებოდა განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი. შეხვედრას კლუბის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ სამოქალაქო განათლების და ფიზიკის მასწავლებელები: მაგდა ფურცელაძე და ეკა გაბაშვილი. 

დაწვრილებით

ექსკურსია ეთნოგრაფიულში

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის სამოქალაქო განათლების კლუბ ,, პროგრესული თაობის“ წევრები 11 მარტს ეწვივნენ ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელიც წარმოადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებას — საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს მინიატურულიმოდელი, რომელიც ასახვას მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის სამოქალაქო განათლების კლუბმა ,, პროგრესულმა თაობამ“ 12 მარტს უმასპინძლა ახალგაზრდა კინორეჟისორსთორნიკე ადამაშვილს, რომელიც მონაწილეობს მრავალ პროექტში.მათ შორის, საქართველოს კინოცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივ პროექტ “კინო სკოლაში”,რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონში სკოლის მოსწავლეებთან ტარდება კინოჩვენებები და დისკუსიები.

შეხვედრა დაიწყო მიხეილ კობახიძის ფილმ ,, ქოლგით“ (1967). ფილმისმოკლე მიმოხილვის შემდეგ კლუბის წევრებმა ნახეს უეს ანდერსონის ფილმი ,,სავსე მთვარის სამეფო“ ( Moonrise Kingdom” ) (2012), რომლესაც მიღებული აქვს კინოაკადემიის ჯილდო და ოქროს გლობუსი.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.

დაწვრილებით

ვიზიტი პარლამენტში 

2015 წლის 27 ნოემბერს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეები, სამოქალაქო განათლების კლუბ, პროგრესული თაობის“ინიციატივით, ექსკურსიაზე იყვნენ თბილისში, საქართველოს ყოფილ პარლამენტის შენობაში, სადაც მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს პარლამენტის ისტორიას, დაათვალერეს ისტორიული პარლამენტის შენობა, აგრეთვე ფოტოგამოფენა სახელწოდებით „საქართველოს საპარლამენტო დემოკრატია“.

დაწვრილებით

ტრენინგი ნატოს შესახებ

საქართველოში მიმდინარე ნატოს კვირეულის ფარგლებში, მშვიდობის ფონდის დამფუძნებელი, გიორგი ტუმასიანი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე ნატოს სტრუქტურის და მიზნების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელოვან ასპექტებზე გამახვილდა ყურადღება.

შეხვედრა მშვიდობის ფონდის პროექტ "ევრო-ატლანტიკური გზის" ფარგლებში იყო ორგანიზებული. პროექტი მხარდაჭერილია სსიპ "ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის" მიერ.


დაწვრილებით


,,ახალგაზრდა მოქალაქეთა კლუბმა“ მოაწყვეს ხეების დარგვის აქცია 

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ,,ახალგაზრდა მოქალაქეთა კლუბი“ აგრძელებს გარემოს დაცვისა და გარემოზე ზრუნვის ფარგლებში აქტივობების განხორციელებას .

ამჯერად , 4 მაისს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურთან წინასწარი შეთანხმების და თანამშრომლობის შედეგად დიდი დიღმის ტერიტორიაზე კლუბის წევრმა ბავშვებმა დარგეს კიპარისის ჯიშის 50 ძირი ნერგი.სამოქალაქო განათლების კლუბი ,,პროგრესული თაობა“

დაწვრილებით




ტრენინგი თემაზე - ,,როგორ იწერება წარმატეული პროექტი“

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ,,ახალგაზრდა მოქალაქეთა კლუბის“ წევრმა მე-12 კლასელმა მარიამ ჩორგოლაშვილმა , რომელიც არის ერთ-ერთი წარმატებული კლუბელი და ბევრი იდეის ინიციატორი, თავისი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა დემირელის სახელობის მე-10 ა კლასის მოსწავლეებს და ჩაუტარა ტრენინგი თემაზე - ,,როგორ იწერება წარმატეული პროექტი“.მარიამი თანამშრომლობდა ორგანიზაცია PH International - თანდა მათი ეგიდით გავლილი აქვს პროექტის წერის საკითხზე სპეც-კურსი ბაზალეთის სასემინარო კომლპექსში.

დაწვრილებით


,,ახალგაზრდა მოქალაქეთა კლუბმა“ მოაწყვეს დასუფთავების აქცია 

Visiting the Tbilisi court of apeals

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ,,ახალგაზრდა მოქალაქეთა კლუბმა“ გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით დაიწყო გარემოს დაცვისა და გარემოზე ზრუნვის ფარგლებში აქტივობების ციკლი 

დაწვრილებით



შემეცნებითი ვიზიტი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 

26 თებერვალს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ,,ახალგაზრდა მოქალაქეთა კლუბის“ წევრები იმყოფებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოში შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათს ტურზე.მოსწავლეებმა ტურის ფარგლებში მოისმინეს სასამართლო სტრუქტურის, სააპელაციო სასამართლოს პალატების საქმიანობის, სასამართლოში პროცესის მიმდინარების შესახებ პრეზენტაცია.

აღსანიშნავია რომ მოსწავლეებს მიეცათ საშუალება მოესმინათ სისხლის სამართლის პალატის მოსამართლის ქალბატონ მაია ივანიძეს მცირე ლექცია და მიეღოთ მათთვის საინტერესო კითხებზე პასუხები.

-დაწვრილებით: 



კლუბის სტუმრობა ბავშვთა სახლში

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ,,ახალგაზრდა მოქალაქეთა კლუბი" 
სოციალური მართვის სააგენტოს ნებართვით 24 დეკემბერს ეწვია საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლ ,,სოციალური პარტნიორობას", სადაც 8-12 წლამდე 9 მზრუნველობამოკლებული აღსაზრდელია. პროექტის ,,გაუწოდე მეგობრობის ხელი" ფარგლებში კლუბის წევრებმა დღესასწაული მოუწყეს ბავშვებს, ყველასათვის საყვარელ ზღაპრის გმირების ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილებმა ბავშვებთან ერთად ჩაატარეს მხიარული ვიქტორინა, სპროტული თამაშები, სახალისო შეჯიბრებები, იმღერეს საბავშვო და საახალწლო სიმღერები და ბოლოს გამხიარულებულ ბავშვებს მიულოცეს მოახლოებული ახალი წელი, გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები და ტკბილეული. კლუბის წევრების სტუმრობით ბავშვთა სახლის იუბილარ გოგონას, რომელსაც გუშინ 9 წელი შეუსრულდა განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი დაბადების დღეს ზეიმი და ტორტიც ერგო.

ბავშვების გულწრფელი სიხარული და აქტიურობა სამომავლოდაც სტიმულია მსგავსი სამოქალო აქტივობებისთვის.