თურქული ენის საზაფხულო სკოლა

თურქული ენის საზაფხულო სკოლა

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი და ანადოლიის ენისა და კულტურის ცენტრები გეგმავენ, 2015 წლის ზაფხულში, გახსნან თურქული ენის საზაფხულო სკოლა –ანტალია 2015-ის ფუნქციონირება. პროგრამა ფუნქციონირებს ანტალიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შენობასა და საერთო საცხოვრებელში.
პირველ დღეს მოსწავლეები გაივლიან კლასის შესარჩევი დონის შესამოწმებელ გამოცდებს და შედეგების მიხედვით, შესაბამის კლასში მოხვდებიან.
სკოლაში მოსწავლეებს სადილამდე გამოცდილი პედაგოგები ჩაუტარებენ თურქული ენის გაკვეთილებს, ხოლო სადილის შემდეგ კი სხვადასხვა სოციალურ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას. საზაფხულო სკოლის პროგრამის ბოლო სამ დღეს მოეწყობა ექსკურსია სტამბოლში.
გაკვეთილების შემდგომი სოციალური აქტივობები:
1. ჭადრაკის ტური;
2. ცხენებით გასეირნება;
3. სავაჭრო ცენტრებსა და დუდენის ჩანჩქერზე გასეირნება;
4. გასართობი ღონისძიებები საერთო საცხოვრებლში;
5. ექსკურსია ქალაქში და იახტით გასეირნება;
6. ბოულინგი;
7. სამანქანო რბოლა;
8. პაინტ ბალლ-ი;
9. ვიზიტები და ვახშამი თურქულ ოჯახებში;
10. ფილმების ნახვა 5D-ში;
11. ჯომარდობა;
12. პლაჟზე გასეირნება;
13. ანტალიის აკვარიუმის მონახულება;
14. პატარა ქალაქის `მინისითის~ მონახულება;
15. ლუნაპარკის ატრაქციონების ნახვა;
16. პიკნიკები ქალაქგარეთ;

17. თურქული ენის გაკვეთილების დამამთავრებელი ღონისძება;



დაწვრილებით