სკოლის გადასახადები

სკოლის გადასახადები

სწავლის გადასახადი:

2017-18 სასწავლო წლისათვის შპს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში სწავლის გადასახადი განისაზღვრა საქართველოს ეროვნულ ვალუტაში.

  • დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) გადასახადი განისაზღვრა 3800 ლარით;
  • კოლეჯის (7-12 კლასი) გადასახადი განისაზღვრა 4500 ლარით;

შეღავათები:

დედმამიშვილებისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება -10%-ით;

შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯისა’’ და შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიერ დაფუძნებული სასწავლო დაწესებულებებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შვილებისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება – 50%-ით;

შპს „დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი“-სა და შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიერ დაფუძნებული სასწავლო დაწესებულებებისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შვილებისათვის გათვალისწინებულია ფასდაკლება -10% -ით;

მიმდინარე წლის მარტისა და აპრილის ბოლომდე სწავლის საფასურის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ფასდაკლება - 15 %-ით;

მიმდინარე წლის მაისისა და ივნისის ბოლომდე სწავლის საფასურის წინასწარ დაფარვის შემთხვევაში, გათვალისწინებულია ფასდაკლება - 10 %-ით;

გადასახადების ფასდაკლების განსაზღვრა და გადახდის წესი:

სწავლის გადასახადი ორი სახის არის. I-VI კლასის მოსწავლის სწავლის გადასახადი, რომელიც რეგისტრირდება პირველად, მე-6 კლასის ბოლომდე არ იცვლება. VII-XII კლასის მოსწავლის სწავლის გადასახადი, რომელიც რეგისტრირდება პირველად, მე-12 კლასის ბოლომდე არ იცვლება;

პირველიდან მე-6 კლასამდე ახალ და ძველ ჩარიცხულ მოსწავლეებს მხოლოდ ორი შეღავათით სარგებლობის უფლება აქვთ;

მშობელი ვალდებულია მიმდინარე წლის 30 ივნისამდე განაახლოს 2017-18 სასწავლო წლის ხელშეკრულება. ხოლო მშობელი, რომელსაც დარჩენილი აქვს გასული სასწავლო წლების დავალიანება, ვალდებულია დაფაროს დავალიანება და შემდეგ განაახლოს ხელშეკრულება;


მშობელი, რომელიც სწავლის საფასურს იხდის გრაფიკით, 2017 წლის აპრილიდან 2018 წლის მარტამდე, უფლებამოსილია შეადგინოს გადასახადის გადახდის განრიგი;

VII-XII კლასის მოსწავლეებს, სწავლის გადასახადში, ორი შეღავათის გამოყენების უფლება აქვთ, შეღავათის საერთო რაოდენობა 50%-ს არ უნდა აღემატებოდეს;

სკოლებში ახალჩარიცხული მოსწავლე, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული 50%-იანი და უფრო მეტი (ოლიმპიადიდან ან გამოცდიდან) ფასდაკლება, სხვა შეღავათით არ ისარგებლებს; 

სკოლის ტრანსპორტზე ზრუნავს ცალკე კომპანია, მისი გადასახადი კი გამოცხადდება ზაფხულში.